უკრაინული მედიის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში „მათხოვრობს“ და „სხვებს აშანტაჟებს“.
საპარლამენტო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ის დადის ევროპაში, უბრალოდ მათხოვრობს და აშანტაჟებს სხვებს, ფულს ითხოვს. ეს უნდა შეწყდეს“.
საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ოპოზიციამ მოითხოვა, რომელმაც ფიცოს მოსკოვში, რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის თაობაზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა და ასევე მოითხოვა ინფორმაცია უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით სლოვაკეთის შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
ფიცოს თქმით, მომზადდა უკრაინიდან სლოვაკეთში გაზის ტრანზიტის საკითხის გადაწყვეტის ორი ვარიანტი, რომელსაც უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დაეთანხმა.
ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო შეთანხმება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სლოვაკეთს აზერბაიჯანული გაზი მიწოდებოდა, მაგრამ, ფიცოს თქმით, ეს შეთანხმება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაშალა.
მეორე ვარიანტი იყო კომპანია SPP-ის წინადადება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შვილობილი კომპანიის შექმნაზე უკრაინის გავლით გაზის სლოვაკეთში გადატანის მიზნით.
ფიცომ უკრაინის პრეზიდენტს არასანდო უწოდა განაცხადა, რომ ზოგჯერ ის „ყელში ჰყავთ ამოსული“. ამასთან, მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის სანდო პარტნიორი იყო, როდესაც საქმე ენერგომომარაგებას ეხებოდა.
„რუსეთს, უკრაინისგან განსხვავებით, არასდროს მოვუტყუებივართ“, – აღნიშნა ფიცომ.