უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დემნა გვასალიას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ ზელენსკი “ინსტაგრამზე” წერს.
როგორც უკრაინის ლიდერი აღნიშნავს, დემნა გვასალია უკრაინის მხარდასაჭერად UNITED24-ის ელჩი გახდა.
Balenciaga-მ უკრაინის მხარდასაჭერად სპეციალური მაისური შექმნა.
მაისურების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% კი “უკრაინის აღდგენის” მიმართულებით გადაირიცხება.
UNITED24 ვოლოდიმირ ზელენსკის შექმნილი პლატფორმაა უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო შემოწირულობების შეგროვებისთვის.



