LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკომისია უკრაინის ექსპორტზე ყველა გადასახადისა და კვოტის 1 წლით მოხსნას დათანხმდა

69
zelenski1

ევროკომისია უკრაინის ექსპორტზე ყველა გადასახადისა და კვოტის 1 წლით მოხსნას დათანხმდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

,,ჩვენი თავდაცვის 63-ე დღე იწურება. დღე, რომლის განმავლობაშიც ბევრი რამ გაკეთდა. ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მზადდება. ევროკომისია უკრაინის ექსპორტზე ყველა გადასახადისა და კვოტის 1 წლით მოხსნას და ასევე ანტიდემპინგური ტარიფების შეჩერებას დათანხმდა. მე დღეს, ამ წინადადების დეტალები ურსულა ფონ დერ ლაიენთან განვიხილე, ამ ნაბიჯისთვის პირადად მისი და ყველა ჩვენი ევროპელი მეგობრის მადლობელი ვარ. ახლა ეს მოგვცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად უკრაინაში ეკონომიკური აქტივობა, ჩვენი ეროვნული წარმოება შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g