LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს მოუწოდებს, ეწვიოს კრემენჩუკში რუსული სარაკეტო თავდასხმის ადგილს

26
zelenskiigaero

უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე რუსული სარაკეტო თავდასხმის ადგილის დათვალიერებისკენ მოუწოდა.

„მე ვთავაზობ გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის ამ ტერორისტული აქტის ადგილზე ან სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნონ, ან გაეროს გენერალური მდივანი, ან სრულუფლებიანი კომისია”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ ეს საშუალებას მისცემს გაეროს „დამოუკიდებლად გაარკვიოს ინფორმაცია და დაინახოს, რომ ეს ნამდვილად იყო რუსული სარაკეტო დარტყმა“.

ცნობისთვის, ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ რუსულ საჰაერო იერიშს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავდა, ბევრი კი კვლავ დაკარგულად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g