LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს 21 სექტემბერს შეხვდება

126
Untitled design (1)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 21 სექტემბერს შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა დაადასტურა.

„პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის, მოისმინოს პრეზიდენტ ზელენსკის პერსპექტივა სხვადასხვა საკითხზე და მსოფლიოსა და ამერიკელი ხალხის წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ის საკუთარ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იცავს.

ეს იქნება მათი მესამე შეხვედრა თეთრ სახლში. ეს ხდება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც რუსეთი უიმედოდ ეძებს დახმარებას ისეთი ქვეყნებისგან, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, უკრაინაში მისი სასტიკი ომისთვის, უკრაინის ჯარები აწარმოებენ კონტრშეტევას“, – აცხადებს ჯეიკ სალივანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g