LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: „მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის“

151
ვოლოდიმირ ზელენსკი

მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისთვის – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

„ივანიშვილი დღეს თბილისის ფაქტობრივი მმართველია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ჩვენს რეგიონში ნებისმიერი ქვეყნის დაკარგვა, ერთი ხალხისთვის დემოკრატიის დანგრევა და დანაშაულებრივი რუსული გავლენის გავრცელება საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, ყველა ხალხს.

უკრაინამ უკვე გამოიყენა სანქციების სრული კომპლექტი ივანიშვილისა და მისი მაფიოზური ჯგუფის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ. ახლა კიდევ ერთი მტკიცე ქმედება-ძლიერი ამერიკული სანქციები. და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ევროპელ პარტნიორს, ყველა პარტნიორს მსოფლიოში, ვინც აფასებს ხალხთა ნორმალურ ცხოვრებას და თავისუფლებას, გამოიყენონ სწორედ ასეთი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რათა მან გააცნობიეროს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის განადგურებისა და ქართველი ხალხის დამცირების ფასი.

ჩვენ გვჯერა, რომ ვერც ერთი მაფიოზი ვერ შეძლებს თავისუფალი ხალხების ოჯახში, ევროპულ საზოგადოებაში ქართველი ხალხის თავისუფალ ცხოვრებაზე ოცნების მოპარვას”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ჯო უილსონი: „მოხარული ვარ, მოვიწვიო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g