LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი – „მშვიდობისკენ მოწოდება და ძალისხმევა რუსეთის მისამართით უნდა იყოს“

142
ვოლოდიმირ ზელენსკი

მშვიდობისკენ მოწოდება და ძალისხმევა რუსეთის მისამართით უნდა იყოს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი განცხადებას, სადაც ტრამპმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან უფრო მარტივია.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის და ამ მიზნისთვის ქვეყანამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.

„ყოველდღიური ახალი დარტყმები და თავად რეალობა ადასტურებს, რომ სწორედ რუსეთი უნდა აიძულონ მშვიდობისკენ, რათა შეწყდეს ომი, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და საიმედო, ხანგრძლივი მშვიდობა, რეალური დიპლომატია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახლა ყველაზე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„მომავალ კვირას ძალიან ბევრი სამუშაო იქნება, როგორც აქ, ისე ევროპასა და საუდის არაბეთში. ჩვენ ვამზადებთ შეხვედრას, რათა დავაჩქაროთ მშვიდობა და შევქმნათ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. დღეს, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა დონეზე გრძელდება პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან ყველაზე ინტენსიური კომუნიკაცია, რაც აქამდე ყოფილა. ბევრი სატელეფონო ზარია. თემა გასაგებია. მშვიდობა – რაც შეიძლება სწრაფად, უსაფრთხოების გარანტიები – რაც შეიძლება საიმედო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მაქსიმალურად კონსტრუქციულადაა განწყობილი და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის ქვეყანას ეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g