უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში ჩავიდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ვიზიტი უკრაინისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენის თემას მიეძღვნება.
„როგორც ყოველთვის, გველოდება არსებითი მოლაპარაკებები ბატონ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან. მთავარი საკითხია F-16-ები უკრაინისთვის, რათა ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან დავიცვათ. ჩვენ გავძლიერდებით. ასევე დღის წესრიგშია გლობალური მშვიდობის სამიტი, მშვიდობის ფორმულა, რომელიც ტერორისტულ სახელმწიფოს პასუხს აგებინებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.