„თანდათან ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე – მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
„უკრაინა ძლიერდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, ისევე, როგორც გასულ წელს, რუს ტერორისტებს კვლავ შეუძლიათ თავდასხმა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორსა და კრიტიკულ ობიექტებზე ზამთარში”, – აღნიშნა ზელენსკიმ და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება ”ყველა შესაძლო სცენარისთვის”.
ინფორმაციისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვზე, ღამით, უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა.
მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა და ბიზნეს ცენტრის შენობაში აფეთქება მოხდა