უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ.
აღნიშნულის შესახებ მან ტრადიციული მიმართვისას განაცხადა:
„რუსეთი, როგორც ტერორისტული სახელმწიფო, არის ტერორისტი ყველაფერში და იმსახურებს ყოველდღიურ გაძლიერებულ საერთაშორისო ზეწოლას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა იმ ლიდერებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც აცნობიერებენ, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა.
„მადლობელი ვარ იმ ლიდერებისა და იმ პოლიტიკოსების, ვისაც ესმის და უზრუნველყოფს ამას. განსაკუთრებით მადლობელი ვარ პოლონეთის სენატის, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ოფიციალურად ეღიარებინა.
ასეთი გადაწყვეტილება მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ უნდა მიიღოს. თავად რუსეთი თავისი ქმედებებით ალტერნატივას არ ტოვებს.“– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ბოლო ცნობებს უკრაინიდან ვრცლად გაეცნობით:
უკრაინის საჰაერო ძალებმა 2 საათში, 20-მდე „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდეს
რუსებმა კიევის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანეს