ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი 4%-მდე დაეცა, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს.
„თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე სურს, მაშინ ეს ახლა არ იმუშავებს. თუ 4%-ზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩვენ ეს დეზინფორმაცია ვნახეთ და გვესმის, რომ ის რუსეთიდან მოდის და ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ამ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა და თქვა, რომ უკრაინაში არჩევნები არ ყოფილა.
დონალდ ტრამპი: „ვფიქრობ, პუტინს ომის შეწყვეტა სურს – ამას ვხედავ“