„საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის ქმედებები სუსტია“, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBN-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტი ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დამარცხება „ომების აფეთქებებს“ გამოიწვევს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, როგორც ევროპაში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მან მაგალითისთვის საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და თქვა:
„ვფიქრობ, დღეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამერიკის ქმედებები სუსტია. ძალიან დიდი მსგავსებაა. საქართველოს ნაწილის (რუსეთის მიერ) ოკუპაცია მოხდა. მასთან დაკავშირებით არაფერი მომხდარა, უბრალოდ მკვდარი ნაწილია საქართველოში. იქ ცოცხალი არაფერია და ასეთი ცივილიზაცია არ არსებობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს და კიდევ 16 პირს სანქციები დაუწესა – კიდევ ვინ არიან სიაში
„ჩვენ, ამ რეგიონში ვერც ერთ ქვეყანას ვერ დავკარგავთ – ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც უკრაინას, თავის დასაცავად, მოსკოვის წინააღმდეგ ერთად უნდა დავდგეთ“.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გაყინული კონფლიქტი გამიზნულად შექმნა, რათა საქართველოს განვითარებისთვის და ევროკავშირსა და NATO-ში მისი გაწევრიანებისთის ხელი შეეშალა.
„დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული იყო, ოლიგარქების მიერ არის უზურპირებული. მთელი ძალაუფლება ეკუთვნის ბიზნესს, რომელიც მოსკოვთან პირდაპირ კავშირშია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს მთავრობა „რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ კონტროლს სრულიად ექვემდებარება“.
ირაკლი კობახიძე: „სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს“
„რა ძლიერი ზომები მიიღო ახლა აშშ-მა? რა ძლიერი ზომები მიიღეს ევროპულმა სახელმწიფოებმა? გულწრფელად ვამბობ, რომ ამას ვერ ვხედავ. შეიძლება, მოლდოვაშიც იგივე მოხდეს, ამის მაღალი რისკები არსებობს“. – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.