LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: „უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს“

165
ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.

„ჩვენმა წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს უკრაინის ფუნდამენტური პოზიციების შესახებ აცნობეს. უკრაინა მზად იყო ცეცხლის შეწყვეტისთვის ჰაერსა და ზღვაზე, მაგრამ აშშ-მა მისი ხმელეთზე გაფართოების შეთავაზება წამოაყენა.

„უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად – ჩვენი ტერიტორიები და ღირებულებები არ იყიდება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა ამ წინადადებას მიესალმება. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობა, ასევე ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები განვიხილეთ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი გუნდი აშშ-თან, ევროპასთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელებისთვის მზად არის.

სერგეი ლავროვი: „უკრაინაში NATO-ს ჯარების ნებისმიერი დროშის ქვეშ განლაგება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს – ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით“

„სამწუხაროდ, უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს და იგი მშვიდობის დამყარების რაც შეიძლება დიდხანს გადადებას ცდილობს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის ზეწოლა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს“. – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

პესკოვი: „დასავლეთში არსებობს „ომის პარტია“, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება სურს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g