LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიცი, რა რთულია ბახმუტში, ბიჭებო, გამაგრდით! მე თქვენთან ვარ, ხალხი თქვენთანაა – მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას გაძლიერებაში

179
BeFunky-collage (2)

ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მაინც ღირს ამ ზამთრის აღქმა არა გამოცდად, არამედ დროდ, რომელიც გვაახლოებს მთავართან, გამარჯვებასთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ჩვენი თავდაცვის ძალები მყარად იკავებენ პოზიციებს და ურთულეს მიმართულებებსაც კი. რამდენჯერ დაგეგმეს ოკუპანტებმა მთელი დონბასის აღება, ბახმუტში ყოფნა… რამდენჯერ გამოაცხადეს წინსვლის ახალი ვადები, გამარჯვებები… ჩვენი ბიჭები ნამდვილი გმირები არიან. და ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა – სახელმწიფოსიც და ხალხისაც, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს თავდაცვის ძალებს, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ძალები, ვიპოვოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის მსოფლიოში. ვიცი, რა რთულია ბახმუტში, დონბასში. ბიჭებო, გამაგრდით! მე თქვენთან ვარ. ხალხი თქვენთანაა. ამ ამოცანის შესასრულებლად, წარმატებით განსახორციელებლად, სწორედ ამიტომ ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინის გაძლიერებას და ვინც ამ ზამთრის შემდეგ აუცილებლად შეძლებს თქვას, რომ ჩვენი გამარჯვების მოახლოებაც მისი პირადი შედეგია, პირადი მიღწევა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები