უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის თურქეთში შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რათა ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე უშუალო მოლაპარაკება გაიმართოს.
როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მხოლოდ პუტინს შეუძლია გადაწყვიტოს ომის შეწყვეტა, რის გამოც მოლაპარაკება აუცილებელია სწორედ მასთან.
“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა შედგეს. თუ პუტინი ნამდვილად მზად არის შეხვედრისთვის არა მხოლოდ მედიაში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც. და მაშინ, ლიდერების დონეზე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ცეცხლის შეწყვეტაზე შევთანხმდეთ. ვინაიდან სწორედ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან მხოლოდ ის წყვეტს ამას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ამ დისკუსიას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც შეუერთდება.