უკრაინის პრეზიდენტმა 190-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 290-ზე მეტ კომპანიას სანქციები დაუწესა.
დასანქცირებულ პირებს შორის მოხვდა რუსეთის 189 მოქალაქე, ორი ბელარუსი და ერთი ქართველი, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვესისის“ ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას და ა.შ.