LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა – უკრაინის პრეზიდენტი მიზეზს ასახელებს

498
zelenskiim

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიპლომატების შემდეგ სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელების გათავისუფლებაც დაიწყო. ზელენსკიმ თანამდებობიდან უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამზე ვრცელდება.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 17 ივლისს გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად თანამდებობიდან გათავისუფლდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი, რომელიც ასევე ზელენსკის დიდი ხნის მეგობარია. ბაკანოვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2019 წელს დაინიშნა.

დღეს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, ასევე გათავისუფლდა გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა. ვენედიქტოვა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობას 2020 წლიდან მუშაობდა. მას მოადგილე ოლექსი სიმონენკო შეცვლის.

აღნიშნული პირების თანამდებობიდან გადაყენების მიზეზად უშიშროების ძალების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები დაასახელა.

“დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 651 სისხლის სამართლის საქმე პროკურატურის, წინასწარი გამოძიების და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების სამშობლოს ღალატსა და კოლაბორაციონისტულ საქმიანობაზე. 198 სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ეჭვი და ამის შესახებ ეცნობა შესაბამის პირებს.

კერძოდ, პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ასეთი რიგი და უკრაინის უშიშროების ძალების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები ძალიან სერიოზულ კითხვებს უქმნის შესაბამის ლიდერებს. თითოეული ეს კითხვა მიიღებს სათანადო პასუხს”, – განმარტავს ზელენსკი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g