LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: „გახარიას არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს ან რაღაც ტიპის შეურაცხყოფა მიაყენოს – გადახედოს თავის საქმიანობას და ადვილად დაასკვნის, რომ ამას არანაირი მაღალი დონის ორგანიზება არ სჭირდება“

249
გია ვოლსკი და გიორგი გახარია

„გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელსაც არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს ან რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენოს – გადახედოს თავის საქმიანობას და ძალიან ადვილად დაასკვნის, რომ ამას არანაირი მაღალი დონის ორგანიზება არ სჭირდება, თუკი ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ამაზე გარკვეული რეაგირება მოახდინონ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნულით პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს.

„ეს ჩვენი ხელწერა არასდროს ყოფილა, ბატონი გახარიას ინტერესში შედის, რომ „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს… ჩვენ მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი გვყავს, შეიძლება ვიღაცამ უკმაყოფილება ასე გამოხატოს..“ – მაჭავარიანი გახარიასთვის კვერცხების სროლაზე 

„შეიძლება ორგანიზებული ყოფილიყო, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ან ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობენ, კვერცხები ესროლონ გიორგი გახარიას. გიორგი გახარია არის თვითონ ადამიანი, რომელსაც არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს ან რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენოს. გადახედოს თავის საქმიანობას ბოლო პერიოდში.

გადახედოს თავის საქმიანობას იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც სააკაშვილს ხვდებოდა ჩუმად, როდესაც რევოლუციას უპირებდა საკუთარ ქვეყანას, სისხლის ღვრისკენ მიჰყავდა სიტუაცია. გადახედოს ამას და ძალიან ადვილად დაასკვნის, რომ ამას არანაირი მაღალი დონის ორგანიზება არ სჭირდება, თუკი ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ამაზე გარკვეული რეაგირება მოახდინონ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის მისასალმებელი. ზოგადად, პოლიტიკური ველი უნდა იყოს ჯანსაღი, აქ ვიდავოთ და არჩევნებზე გადავწყვიტოთ საკითხები,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

„მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ“ – „გახარია საქართველოსთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g