„გიული ალასანიას ტანსაცმლის ერთი „გარდერობი“ რომ შეკრიბოთ, მისი ბრენდები, შეიძლება, იმ ხარჯს გადააჭარბოს, რაც ღარიბაშვილის ოჯახმა გასწია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე საუბარი სპეკულაციაა, რომელიც თემების გადასაფარად წამოწიეს.
„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნებისმიერ შემთხვევაში განცხადებას აკეთებს, როცა გაუგებარი კითხვა ისმება სანქციებთან დაკავშირებით და პასუხობენ, რომ არ იციან, შეისწავლიან და ეს სწორია.
როცა ფულგადახდილი, ლობისტების მიერ დაქირავებული აზერბაიჯანელი წინასწარ შეთანხმებულ კითხვას კი არ სვამს, არამედ განცხადებას აკეთებს, რაც ძველი ფანდია, ამაზე კრიტიკული პოზიცია თქვენც უნდა გქონდეთ.
ადამიანი მოისყიდეს, საერთოდ არ იცის, საქართველოში რა პროცესებია და სახელმწიფო დეპარტამენტში გვარამიაზე, ხაბეიშვილზე დაყრდნობით განცხადებებს აკეთებს.
ღარიბაშვილი: „ყოფილი ხელისუფლება, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს და ოჯახის წევრებსაც სწავლას ბიუჯეტიდან უფინანსებდა.. 1000-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ვასწავლეთ“
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეიდან, წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიას გაორმაგებული სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ.
არ წაიკითხეთ, რომ დაქირავებულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც კითხვებს სვამს, რასაც კითხვა არ ჰქვია.
თუ რაღაც ხარჯებზეა საუბარი, რაც ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა გასწია, ზუსტად ამ ხარჯების მოცულობა გიული ალასანიას ტანსაცმლის ერთი „გარდერობია“. მისი ტანსაცმელი ერთი გარდერობი რომ შეკრიბოთ, მისი ბრენდები, შეიძლება, იმ ხარჯს გადააჭარბოს, რაც ღარიბაშვილის ოჯახმა გასწია.
თავიდან ბრალდება იყო სახელმწიფო ხარჯებზე და თქვენმა ბელადმა რა სახელმწიფო ხარჯებიც გასწია, თუნდაც კბილებით გაკეთებულ მასაჟსა და ბოტოქსში, ერთად აჭარბებს ღარიბაშვილის ოჯახის მიერ გაღებულ კერძო თანხებს.
გამოძიება უნდა დაიწყოს, რამდენი მოჰპარეს ჯარს, ბიუჯეტს, რა თანხის ბოტოქსი გაიკეთა სააკაშვილმა. რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე საუბარი ვერ იქნება, ეს რაღაც სპეკულაციაა, რომელიც თემების გადასაფარად წამოწიეს.
წინა ხელისუფლების დროს ათეული მილიონია დახარჯული მეგობრების პატივისცემაში, ფრენებში, ვიღაც ქალების ჩამოყვანაში, მასაჟებში, ბოტოქსებში.
ბიუჯეტიდან იყო გახარჯული თანხა, რაც სტუდენტებს თუ დაავადებულ ბავშვებს უნდა მოხმარებოდათ. უშველებელი თანხები, რაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა, ადრე თუ გვიან უნდა გასაჯაროვდეს და უნდა გასაჯაროებულიყო“. – განაცხადა გია ვოლსკიმ.