LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: სააკაშვილი არის ნარკოდამოკიდებული, ფსიქოტროპულზე დამოკიდებული ან არაადეკვატური ფსიქოტიპი

279
1

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ისინი ტელეკამერების თანდასწრებით ნარკოტიკულ საშუალებებზე ტესტის ჩასატარებლად მზად არიან.

სააკაშვილის ამ ინიცატივას ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და ამბობს, რომ ეს ძალიან კარგი იქნება.

როგორც ვოლსკი აცხადებს, სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია თავად მოახდინა და ის არის ნარკოდამოკიდებული, ფსიქოტროპულზე დამოკიდებული ან არაადეკვატური ფსიქოტიპი, რომელმაც თავი ჯორჯ ვაშინგტონს გაუტოლა:

“ჩააბაროს სააკაშვილმა ნარკოტესტი, ძალიან კარგი იქნება. ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს, ნებისმიერ ჩვენგანს არანაირი ტესტის ჩაბარება არ გვიჭირს, ჩავაბარეთ და კიდევ ჩავაბარებთ თუ საჭიროა, მათ შორის, ღარიბაშვილიც.

მიხეილ სააკაშვილმა თავის თავს თვითონ გაუკეთა დისკრედიტაცია. ის არის ნარკოდამოკიდებული, ფსიქოტროპულზე დამოკიდებული ან არაადეკვატური ფსიქოტიპი, რომელმაც თავი გაუტოლა ჯორჯ ვაშინგტონს – ეს მე არ მომიგონია, თვითონ თქვა, რომ მას მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ვიდრე დავით აღმაშენებელს, ესეც თვითონ თქვა, რომ რეგიონალური ლიდერია, რომ აქვს დამსახურება იმაში, რომ საქართველოს სახელმწიფო დააფუძნა და უფრო მეტიც, საქართველოში კულტურა შემოიტანა, სადაც ულვაშიანი ხალხი დადიოდა და დღეს საქართველო ასე განვითარებულია მის ხელში, ეს მას აქვს ნათქვამი და არა პრემიერ-მინისტრს.” – თქვა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ნარკოტიკულ საშუალებებზე ტესტის ჩასატარებლად მზად არიან.

აღნიშნული განცხადებით, ადვოკატი პრემიერ-მინისტრის ნათქვამს პასუხობს, რომლითაც ღარიბაშვილმა დღეს გავრცელებულ ღია წერილიში სააკაშვილის შესაძლო ნარკომომხმარებლობაზე მიანიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g