LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo დიზელის ძრავიან ბოლო ავტომობილს გამოუშვებს, თუმცა მისი ყიდვა შეუძლებელი იქნება

131
volvo

Volvo დიზელის ძრავის მქონე ავტომობილებს აღარ გამოუშვებს. შვედეთის ქარხნის კონვეიერიდან ჩამოვიდა ბოლო კროსოვერი, რომელიც დიზელის XC90-ითაა დაკომპლექტებული. ეს ავტომობილი გასაყიდად არაა განკუთვნილი, მას World of Volvo-ს მუზეუმში გამოფენენ. ამ მოდელით კომპანია თითქმის ნახევარ საუკუნოვან ისტორიას დაასრულებს: Volvo 6 ცილინდრიან Audi-ს ძრავებს 1979 წლიდან იყენებდა, საკუთარი დიზელის აგრეგატი კი 2001 წლიდან ააგო.

ახალი დიზელის ძრავების აწყობაზე კომპანიამ უარი ჯერ კიდევ 2017 წელს თქვა, რაც იმით ახსნა რომ გარემოზე ზრუნვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებისას დიზელის ძრავები ზედმეტად ძვირი სიამოვნება იყო. მიუხედავად ამისა, დიზელის ძრავის მქონე ბოლო ავტომობილი კონვეიერიდან მხოლოდ 7 წლის შემდეგ, 2024 წლის ბოლოს ჩამოვიდა.

შვედური ბრენდი გახდა ერთ-ერთი პირველი, ვინც მსგავსი ნაბიჯი გადადგა. მანამდე დიზელზე უარი Porsche-მ თქვა და ეს 2018 წელს, კრიზისის გამო მოხდა.

Volvo-ს განსხვავებული მიზეზები აქვს – დიზელზე უარის თქმა ეს არის ბრენდის განვითარების სტრატეგიის ნაწილი, რაც აქცენტის ელექტროფიკაციაზე გაკეთებას გულისხმობს. ამიერიდან ბრენდის სერიულ ხაზში მხოლოდ ჰიბრიდები და ელექტრომობილები დარჩებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები