LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo-მ 200 ათასამდე ავტომობილი გაიწვია

volvo

Volvo-მ 200 ათასამდე ავტომობილი გაიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სერვისის აქცია 2015-2016 წლებში გამოშვებულ სედანებს (S60, S60CC, S80), უნივერსალებს (V60, V60CC, V70, XC70)  და კროსროვერებს (XC60, XC90) შეეხოთ. ბრენდის მესვეურთა შეშფოთება ძრავის ნაკვეთურში საწვავის სადენის დეფექტმა გამოიწვია, რაც ბზარების გაჩენას და საწვავის გაჟონვას იწვეს.

სხვათაშორის, გასული წლის შემოდგომაზე ამერიკულმა ჟურნალმა Consumer Reports, Volvo-ს ავტომობილები ყველაზე საიმედო ტრანსპორტად დაასახელა, რადგან სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, შვედური მარკის შემთხვევაში საყვედური მხოლოდ Volvo S90-ს მფლობელებმა გამოთქვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები