კომპანია Volvo-მ კროსოვერი XC90-ის ჯავშნიანი ვერსია წარადგინა. ავტომობილი “360 გრადუსითაა“ დაცული, მას ყველანაირი სირთულის დაძლევა შეუძლია.
კომპანიის ინჟინერები ყველაზე დაცული ავტომობილის შექმნაზე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და საჭირო ნორმების დაკმაყოფილება მხოლოდ ახლა შეძლეს. ყველგანმავალი VPAM VR8-ის სტანდარტებითაა დაცული – სქელი ჯავშანი 10 მმ-ს აღწევს, ტყვიაგაუმტარი მინის სისქე კი 50 მმ-ია.
ჯავშანი კროსოვერის მასას 1400 კგ-ით ზრდის და ჯამში წონა 4490 კგ-ს აღწევს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ავტომობილმა ბევრად უფრო მძლავრი სამუხრუჭე სისტემა მიიღო.






