Volvo–მ პირველი ელექტრონული კროსოვერის XC40 Recharge P8–ს წარმოება დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, წელს დაგეგმილი ტირაჟი სრულად გაიყიდა და პირველ ავტომობილებს მფლობელები უკვე ამ თვის ბოლოს მიიღებენ.
„ვოლვო“ XC40–ს ელექტორნული ვარიანტი 2019 წელს წარადგინეს. ბენზინის კროსოვერისგან სიახლე რადიატორის ბადით და ბამპერის გაფორმებით განსხვავდება. XC40 Recharge P8–ს აგრეგატი ორი ელექტროძრავისგან შედგება და მათი კომბინირებული სიმძლავრე 408 ცხენის ძალას შეადგენს. ერთი დამუხტვით კროსოვერს 400 კმ–ს გავლა შეუძლია.
0–დან 100 კილომეტრამდე გასახურებლად ელექტრონული XC40–ს 4,9 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი განსაზღვრული 180 კმ/სთ–ია.
სალონის მთავარი სიახლე საინფორმაციო–გასართობი სისტემაა, რომელიც Android–ით იმართება.
კომპანიის განცხადებით, XC40 Recharge P8 გარემოში მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

