Volvo-ს „მწვანე“ დანაყოფის შტატი თითქმის განახევრდება. აკუმულატორების მწარმოებელი Novo Energy, რომელიც Volvo-ს ეკუთვნის, თანამშრომელთა 50%-ს გაათავისუფლებს. ინსაიდერთა ინფორმაციით, შტატის სერიოზული შემცირება ხარჯების შემცირების სურვილით აიხსნება.
Novo Energy 2021 წელს Volvo Cars-ის და northvolt-ის თანამშრომლობით შეიქმნა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა Volvo სრულად ელექტროქარებზე გადასვლას ფიქრობდა, კომპანიამ აკუმულატორების წარმოებისთვის დიდი ქარხნის მშენებლობა დაგეგმა.
Novo ირწმუნება, რომ ახალ ქარხანაში წარმოების დაწყება ხანგრძლივ პერსპექტივაში მთავარი მიზანი იქნება. პირვანდელი გეგმის მიხედვით კი, საწარმო 2025 წლიდან უნდა ამუშავებულიყო.