Volvo-მ საკუთარ ავტომობილებზე სიჩქარის ლიმიტი დააწესა და მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-მდე შეზღუდა. როგორც შვედური ავტომწარმოებლის წარმომადგენლები აცხადებენ, სიახლის მიზეზი მგზავრის უსაფრთხოება გახდა.
ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ თუკი მძღოლებს მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალება არ მიეცემათ ავარიების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. ამასთან, Volvo-ში მუშაობენ ახალ ტექნოლოგიაზე, რომელიც კიდევ უფრო მკაცრ ლიმიტებს დააწესებს და სისტემა მაშინ ამოქმედდება როცა ავტომობილი სკოლის, ბაღისა და თუ საავადმყოფოს სიახლოვეს გაივლის.
მომავალში ბრენდი საჭის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებით ტექნოლოგიებსაც შექმნის და დაუდევარ მძღოლებს ავტომობილის მართვის საშუალებას არ მისცემს.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ შტატებში ავტოსაგზაო შემთხვევებს წელიწადში 40-50 ათასამდე ადამიანი ეწირება ხოლმე.
–
