პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი Voulez-Vous მომხმარებელს ახალ სუნამოს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა ისაუბრა, Mon Guerlain გახლავთ ჰაეროვანი სურნელის მქონე სუნამო, რომლის შეძენაც 188 ლარიდან 378 ლარამდე შეგიძლიათ.
ამას გარდა, Guerlain აქვს ტანის ხაზიც, რომელშიც შედის: ტანის ლოსიონი, რომელსაც 168 ლარად ხოლო, თხევად საპონს 147 ლარად შეიძენთ.
Guerlain-ს ახალი არომატის Mon Guerlain -ის პრეზენტაცია 26 თებერვალს გაიმართა. სწორედ ამ დღეს პეკინის გამზირზე N17 მდებარე Voulez-Vous-ს მაღაზიაში, Guerlain-ის ფირმის გაყიდული პროდუქციიდან გარკვეული რადოდენობის თანხა სოლიდარობის ფონდში გადაირიხდა, რომელიც მოხმარდება დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ Voulez-Vous-ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მაღაზიის მისამართებია: მარჯანიშვილის N19, რუსთაველის N46,
ჭავჭავაძის N42, პეკინის N27, ჭავჭავაძის N42, პეკინის N17, ვაჟა-ფშაველას N35, სავაჭრო ცენტრი ”გლდანი მოლი” და სავაჭრო ცენტრი ”გუდვილი”. მაღაზიას ფილიალები ბათუმსა და ქუთაისშიც აქვს.