LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„VR HOLDING დიდ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში“ – დეველოპელური კომპანიის სამი მასშტაბური პროექტი $600 მილიონიან ინვესტიციას მოიცავს

145
355945195_241752288574867_5368241925618875766_n

VR HOLDING არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთმა პირველმა დანერგა უმაღლესი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში. კომპანია 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს საქართველოს მასშტაბით. ამჟამად კომპანია წარმატებით ახორციელებს 3 პროექტს:

1. VR Krtsanisi Resort Residence – პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში.
2. VR Vake Skyview Tower – მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე.
3. VR Shekvetili Forest-Beach – ჰოლდინგში მომავლის პროექტს უწოდებენ.

სამივე პროექტში განხორციელდება ჯამურად $600 მილიონის ინვესტიცია. კომპანიაში დასაქმებული ადამიანის რაოდენობა 1000-ზე მეტია.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად VR HOLDING-ის დამფუძნებელი, ნოშიკო ნამორაძე საუბრობს.

– ბოლო ხანებში კომპანიაში რებრენდინგი განხორციელდა, დაგემატათ ახალი პროექტები. რით არის ისინი გამორჩეული და რატომ გადაწყვიტეთ რებრენდინგი?

VR HOLDING დღესდღეობით რებრენდინგს განიცდის. ბაზარზე  2010 წელს შემოვედით Krtsanisi Resort Residence-ით და დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, რომელიც უკვე ყველასთვის კარგად არის ნაცნობი. სწორმა და ჯანსაღმა განვითარებამ, ჩვენი ქვეყნის და ეკონომიკის სწორმა მიმართულებამ ჩვენს სექტორს მოუტანა განვითარების ახალი საშუალებები.

განვითარების უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობები მოგვეცა, მასშტაბურ და დიდ პროექტებზე მოგვიწია ფიქრი და ახალ პროექტებს წარმატებით ჩავუყარეთ საფუძველი. რებრენდინგმა განაპირობა ის, რომ ჩვენი მიმართულება არ შემოიფარგლა მარტო დეველოპმენტით. ჩვენი მასშტაბური პროექტები შეადგენს დიდ კომპლექსურ საცხოვრებლებს. ეს არ არის ერთი ლოკალური შენობა, რომელსაც პრიმიტიული ფუნქციები აქვს. გვაქვს საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც არის სპორტული კომპლექსები და ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს გამაჯანსაღებელ პროცედურებს.

ამ ყველაფერს სჭირდებოდა მართვა, კომპლექსში დარჩენა და სულ სხვა მიმართულებების დანერგვა, მაგალითად, „ჰოსპითალითი“. ნებისმიერ პროექტში, სადაც შევდივართ, ვრჩებით და დამატებით ჩვენს თავზე ვიღებთ პროექტების მართვას იმიტომ, რომ ეს არის რამდენიმე ჰექტარზე განაშენიანება. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ პროექტებში დავრჩეთ და რა ხარისხის პროდუქტსაც ვთავაზობთ მომხმარებელს, შემდეგში შესაბამისი სერვისი შევთავაზოთ და პროექტებიდან დისტანცირება არ გავაკეთოთ, არ გამოვიდეთ.

როდესაც შევდივართ პროექტში და კონკრეტულ პერიოდში ვასაქმებთ ადამიანებს, სამშენებლო და მენეჯმენტის პროცესში, შემდგომ, როდესაც პროექტი სრულდება, საკმაოდ ბევრი ხალხი იყრის თავს მართვის პროცესში. ამან განაპირობა „ვიარ ჰოლდინგის“ ქუდის შექმნა, მე ასე დავარქმევდი.

ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კონცეფციის სამ მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ. თითოეულ პროექტს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ჩვენი იდეაა, რომ ცხოვრების უკეთესობისკენ ცვლილებას ვემსახუროთ. ჩანაფიქრია, რომ ახალი ინოვაციური პროექტები და კონცეფციები შემოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ბევრს ვმოგზაურობ წამყვან ქვეყნებში და ეს თავის გავლენას ახდენს ჩვენს ახალ პროექტებზე.

– „ვიარ ჰოლდინგი“ თავიდანვე გამოირჩეოდა ინოვაციური მიდგომებით. ერთი შეხედვით, დაუჯერებელი იდეების ხორცშესხმით. რა არის მთავარი მოტივაცია ამ დროს. რთულია დაისახო ადამიანმა მიზანი, მაშინ როცა ალბათ მეგობრებიც გეუბნებიან, რომ ეს შეიძლება არ გამოვიდეს. რა არის ამ შემთხვევაში თქვენი მთავარი მოტივაცია?

– აბსოლუტურად რეალისტი ვარ. ცაში არ დავფრინავ და ვარსკვლავებს არ ვეთამაშები. ის, რაც შეიძლება ჩვენთან გადმოვიტანთ, უკვე განხორციელებული და აპრობირებულია სხვადასხვა წამყვან ქვეყანაში. ერთ-ერთი ნიშა, რომელიც ჩვენს ქალაქში არ იყო და საკმაოდ რთული განსახორციელებელი იყო, არის რესორტული ტიპის დასახლება. მისი განხორციელება ძალიან რთული იყო. პროექტისთვის დიდი ტერიტორია იყო საჭირო.

მრავალფუნქციური კომპლექსი რთულია, პატარა ადგილზე რომ განახორციელო, მიიღო შედეგი და პოპულარული გახადო. ეს წარმოუდგენელია, საკმაოდ მძიმე ამოცანები მქონდა დასახული. მიხარია, რომ ის ამოცანა, რაც დასაწყისში მქონდა, საკმაოდ კარგად განვახორციელეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიარეთ კარგად. არ მინდა ვთქვა, რომ რთული გზა გავიარეთ, რადგან სწორმა კონცეფციამ წარმატება მოგვიტანა. პროექტის სწორმა დაგეგმვამ შედეგი დადო. სწორი დასაწყისი წარმატების საწინდარია. 

მაგალითად Krtsanisi Resort Residence-ის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 220 მილიონ დოლარს შეადგენს და ბევრი მრავალფუნქციური მიმართულება აქვს.

– გასცდით თბილისის ფარგლებს და შეკვეთილში დიდი პროექტი გაქვთ დაწყებული. რა ეტაპზეა მისი მშენებლობა?

– რადგან ჩვენ ასეთი წარმატებული პროექტი – Krtsanisi Resort Residence შევქმენით, პატარა ლოკალურ პროექტებს, რა თქმა უნდა, გავურბივართ. გვინდა, გავაკეთოთ დიდი მასშტაბური პროექტები, რომ ჩვენი იდეები ჩავაქსოვოთ. გვინდა, რომ შევიძინოთ დიდი მიწის ნაკვეთები, რომ მეტი განვითარების შესაძლებლობა გვქონდეს.

გვქონდა იდეა, რომ თბილისის გარდა, შავ ზღვაზე გავსულიყავით, თუმცა შავი ზღვისკენ არ იყო ისეთი ნაკვეთები, რომელიც განვითარების შესაძლებლობას მოგვცემდა. 

ალბათ, ჩვენ გველოდებოდა მიწის ნაკვეთი შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფის“ მომიჯნავედ აღმოჩნდა 40 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. მეპატრონესთან დავიწყე მოლაპარაკება და დაახლოებით 6 თვის თავზე ეს ნაკვეთი შევიძინეთ.

ლოკაციაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. ყველამ იცით, რა ადგილია და რა განვითარება შეიძლება რომ ჰქონდეს. „პარაგრაფის“ გარდა, ახლოს დენდროლოგიური და მუსიკოსთა პარკებია. ახლოს არის „ბლექ სი არენა“ , საუცხოო ბუნებაა. ზღვის სანაპირო „პარაგრაფიდან“ დაწყებული კილომეტრი და ორასი მეტრი გვეკუთვნის, ზღვის სიღრმეში კი 300 მეტრი.

ამ ეტაპზე დაპროექტებას ვასრულებთ. მსგავსი ანალოგი დუბაიშია გაკეთებული – „ჯუმეირას“ ქსელი. ჩვენ დაახლოებით იმავე ანალოგს, უფრო უკეთესს ვიღებთ.

გვექნება სასტუმროს თავზე აუზები, ასევე ზღვის სანაპიროზე ინფინიტი აუზები. გვექნება პარკი, მთლიანად ვინარჩუნებთ ეკოსისტემას, რაც სანაპიროზეა. იქ არის მასიური ფიჭვნარი, ვინარჩუნებთ ბილიკებს, გავაკეთებთ ველობილიკებს. საოცარი დიზაინი გვაქვს და მალე ამაში ყველა დარწმუნდება. 

მოლაპარაკება გვაქვს „მერიოტის“ ბრენდთან და ჩვენსა და „პარაგრაფს“ შორის არის მოლაპარაკება, რომ მოხდეს კოლაბორაცია და ღობე, რომელიც ჩვენ შორისაა, საბოლოო ჯამში გაიხსნას, იქნება ერთიანი სივრცე.

– ინვესტიციამ ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს არის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია. რა გამოწვევებია დეველოპერულ ბიზნესში, რომელთა დაძლევის შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი ინვესტიციაა შესაძლებელი?  

– გეთანხმებით, ამ პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტს. უნდა გამოვყოთ ვაკეში Vake Skyview Tower-ის მშენებლობა. ჭავჭავაძის ქუჩაზე შევიძინეთ ჰექტარი და რვა ასი მეტრის ფართობი, რომელიც ფიზკულტურის ინსტიტუტის ტერიტორიაა. ტერიტორიას ახლა ვასწორებთ. სახელმწიფოს ვუშენებთ ფიზკულტურის ახალ, თანამედროვე ინსტიტუტს და ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს ვახორციელებთ Vake Skyview Tower-ის მშენებლობას.

ახლა გავდივართ ქალაქის მერიასთან შეთანხმებას. ყველა აღნიშნავს, რომ უპრეცედენტო პროექტია, იქნება 180-მეტრიანი, ყველაზე მაღალი შენობა. ვიზუალზე მუშაობასაც ვასრულებთ. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ვაკეში ერთ-ერთი მიზიდულობის წერტილი გაჩნდება. სახურავზე იქნება ინფინიტი აუზი, რომელიც კუს ტბას გადაჰყურებს, იქნება, ასევე, სპა-ცენტრები. აქაც გვაქვს „მერიოტის“ ბრენდთან მოლაპარაკებები, აქ საუბარია ისევ „მერიოტის“ ბრენდის ქვეშ აპარტამენტებზე, მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს.

Krtsanisi Resort Residence, Shekvetili Forest-Beach და Vake Skyview Tower და დამატებით სხვა პროექტები, ჯამურად 600 მილიონ დოლარიან ინვესტიციას მოიცავს. საკმაოდ ბევრი უცხოელი ცდილობს, რომ ინვესტიცია განახორციელოს მსგავს პროექტში. მოლოდინი ძალიან დიდია, მაგრამ ამ შემთხვევაში VR HOLDING წარმატებით ახორციელებს ყველაფერს ადგილობრივი ინვესტიციებით. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს „საქართველოს ბანკთან“ და „თიბისი ბანკთან“. საერთო შრომის შედეგად, ნებისმიერი პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.

საზღვარგარეთიდან ინვესტირება არის პირდაპირ მოსახლეობის მხრიდან. ეს არის უცხოეთიდან პირდაპირი თანხის მოდინებები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

VR HOLDING საკმაოდ დიდ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g