ნანუკა ჟორჟოლიანი მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ნანუკა წერს, მარიკუნას გარდაცვალებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდება.
ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ მართალია მხოლოდ ის, რომ მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში, ქუჩაში.
„ვრცელდება ათასი ჭორი მარიკუნას გარდაცვალებაზე. ჭორები, მისი ცხოვრების ქექვა, გარჩევა იყო მისი მთავარი კარმა, რასაც ისე გაექცა, ისე გაექცა…
საბერძნეთის პოლიცია არკვევს ნამდვილ მიზეზს. ექსპერტიზის პასუხია მთავარი, რასაც ელოდებიან მეგობრები. ამიტომ, აქამდე გავრცელებული ყველა ვერსია ტყუილია.
მართალია მხოლოდ ის, რომ მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში, ქუჩაში. იყო მარტო. ბრუნდებოდა სახლში“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
გია ფერაძის შვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა
„ჩემი ბავშვობა… დიდი სიყვარული“.. – სოფო ნიჟარაძე მარიკუნა მიქატაძეს ემოციურად ემშვიდობება