რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის დამაკავშირებელ ხიდზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს. ჩონგარის ხიდზე მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. ამასთან, მედიაში გავრცელდა ხიდზე მომხდარი აფეთქების ამსახველი ფოტოები.
ყირიმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის თქმით, ჩონგარის ხიდზე დარტყმა 22 ივნისს ღამით მოხდა. მისივე თქმით, არავინ დაშავებულა:
„დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. საბრძოლო მასალის ტიპის დასადგენად ტარდება. ასევე შესაბამისმა სამსახურებმა გზის დათვალიერება დაიწყეს. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ენდოთ მხოლოდ სანდო ინფორმაციას“, – დაწერა აქსიონოვმა ტელეგრამზე.
აფეთქებული ხიდის ფოტოები ასევე ტელეგრამის საკუთარ არხზე განათავსა ანექსირებული ხერსონის ე.წ. გუბერნატორმა ვოლოდიმირ სალდომ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში