LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვრცელდება კადრები, სადაც პაკელიანის ჩხრეკაა ასახული

111

შოთა პაკელიანის ჩხრეკის ამსახველ მასალას „ლიბერალი“ ავრცელებს, გამოცემის წყაროს ცნობით, კადრები ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ არის გადაღებული.

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის პოლიციელებს „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის მიხედვით, პაკელიანი აღნიშნული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებმა – ირაკლი ქიტოშვილმა და გურამ კასრაძემ დააკავეს. როგორც წყარო აღნიშნავს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g