LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება – „ტრამპი უარყოფს ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში უკანონობად მიაჩნია“

366
2024-11-26_23-46-41_748378

ლელა კაკულია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს:

„2025 წელი, 4 თებერვალი – დონალდ ტრამპმა აიშვა – მაგრად აიშვა: დიდ დარტყმას მიაყენებს თურქეთს, ირანს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ტრამპი თავისას გააკეთებს აუცილებლად! ნურავის ექნება იმედი, რომ რაიმესი შეეშინდება ან რაღაცას ვერ გადაწყვეტს. პირიქით. მას სწამს, რომ თავად უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა, და უკან არ უნდა დაიხიოს.

ვხედავ, რომ საქართველოს მიმართ ტრამპს დიდი სიმპათიები აქვს და უარყოფს ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში უკანონობად მიაჩნია…

რაც შეეხება ახალი ტერიტორიების ამერიკისთვის მიერთებას, ვგულისხმობ, კანადასა და გრენლანდიას, ამ ეტაპზე, რაღაც ცვლილებებს არ ვხედავ – როგორიც არის დღეს დედამიწა, ისევ იმ ფორმაში ჩანს ხედვაში.

თუმცა აღვნიშნავ, რომ ამერიკა და ევროპა გრენლანდიას რუსეთს არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობენ – არცერთ შემთხვევაში! მომავალში კი ვხედავ, რომ გრენლანდიაში ამერიკის დროშა ფრიალებს“, – ვკითხულობთ პოსტში.

ვიდეო: „არ შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ ვერ გავჩუმდები. ხალხი ძალიანაა შეშინებული და უნდა დავამშვიდო” – ლელა კაკულია მიმართვას ავრცელებს

„საქართველოს წყლებში წყალქვეშა ნავებს ვხედავ” – ლელა კაკულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g