საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, რომ ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, თითქოს ელჩმა ისრაელი დატოვა. როგორც იგი აღნიშნავს, ქვეყნიდან გასვლის არავითარი მიზეზი არ აქვთ.
„აქ ვართ და სხვაგვარად არც იქნება. საელჩოს ყველა თანამშრომელი, მეშვიდე დღეა, სადღეღამისო რეჟიმში ვმუშაობთ.
ლაშა ჟვანია - ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციისგან, რაც ჩვენს მოქალაქეებში პანიკურ ქმედებებს იწვევს
„ისრაელმა პრაქტიკულად კონტროლი დაამყარა მთელ ტერიტორიაზე“
ასევე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა ჯორჯიან ეარვეისთან მუშაობს დამატებითი კომერციული რეისების დანიშვნაზე.
დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. მშვიდობიან დღეს ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და ყველა აქ მცხოვრებს.
შეგახსენებთ, ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს. თუ ვერ გამოდის ხაზი, კვლავ სცადეთ ან მოიწერეთ სმს, ასევე ვოთსაფზე. დაგიბრუნდებიან.
თუ ასეც ვერ ახერხებთ, დაწერეთ თქვენი ტელეფონი აქ, კომენტარში და დაგიკავშირდებით.
+972 526 919092;
+972 528 888513;
+972 547 386813;
+972 526 494293
ნუ შეშინდებით, გაივლის ეს რთული პერიოდი და ყველაფერი კარგად იქნება.“ – წერს ლაშა ჟვანია.