LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, თითქოს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება“ – ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

188
საელჩო მზა

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ თითქოს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება.

დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას აგრძელებს.

„ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება!

ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი განაგრძობს მუშაობას!

რაც შეეხება ისრაელი საქართველოს მიმართულებით ფრენებს, გვაქვს რამდენიმე სიახლე:

როგორც ცნობილია  კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“  განაცხადა, რომ კომპანია 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან.

თუმცა ისრაელში მცხოვრები თანამემამულეების და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები :

– ელ ალი

– ისრეარი

– აირკია.

ამასთან, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ამატებს ყოველდღიურ რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ისრაელიდან საქართველოში გამზგავრების მსურველთ.

ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება!

ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი…

Posted by Georgia in Israel on პარასკევი, 20 ოქტომბერი, 2023

თქვენი ინფორმაციისთვის თან ვურთავთ ფრენების განრიგს.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ისრაელი-საქართველოს მიმართულებით შესრულებულ რეისებზე (როგორც ჯორჯიან ეარვეისის, ისე – ელ ალის, ისრეარის და აირკიას მიერ) შეინიშნებოდა დაბალი მოთხოვნა და იყო თავისუფალი ადგილები,“ –  ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g