LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვრჩები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მაქვს ტვინის შერყევა და დაბეჟილობები“ – გიორგი მამნიაშვილი

242
გიორგი მამნიაშვილი

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი აცხადებს, რომ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და ტვინის შერყევა აქვს.

„მეგობრებო, პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა მოკითხვისთვის და გვერდში დგომისთვის, ვერ გპასუხობთ ყველას, ვარ მხნედ.

ვრჩები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მაქვს ტვინის შერყევა და დაბეჟილობები.

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად!“,- წერს „ფეისბუქზე“ მამნიაშვილი.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი ვატო შაქარიშვილსა და გოგა ხაინდრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს – ვატო შაქარიშვილის განცხადებით, „მონას დაძახებაზე ქართველ კაცს შესაბამისი რეაქცია ექნება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g