LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვრემიას” წამყვანი, მის ეთერში გამოჩენილი უკრაინის მხარდამჭერი პლაკატის შემდეგ, სიმშვიდის მოსაპოვებლად იოგას მიმართავს

899
FORTUNA.GE (21)

რუსული ტელეკომპანია “პირველი არხის” ეთერში, საინფორმაციო გამოშვება “ვრემიას” დროს, პირდაპირ ეთერში  რედაქტორი მარინა ოვსიანნიკოვა უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა, რომლითაც უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებები და „პირველი არხის“ კრემლისტური პროპაგანდა გააკრიტიკა.

რუსეთის „პირველი არხის“ მეამბოხე რედაქტორის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გუშინ ღამითვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა უკვე დაკავებული იყოს.

თავად წამყვანი, ეკატერინა ანდრეევა, მომხდარის შემდეგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ „რაც არ უნდა მოხდეს, უნდა იდგე კლდესავით“.

„მე თქვენ გეუბნებოდით, იდექით კლდესავით, რაც არ უნდა მოხდეს, იდექი კლდესავით“- ამბობს ეკატერინა ანდრეევა.

ვიდეოდან ასევე ცნობილი ხდება, რომ სიმშვიდის მოსაპოვებლად წამყვანი იოგას მიმართავს.

ვინ არის ჟურნალისტი ვინც რუსულ “პირველ არხზე” უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g