ფსიქოლოგი და მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის ცოლი, მაია ცირამუა გუშინ, ბათუმში, მეუღლეზე თავდასხმის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ ზუსტად იმ მომენტში, ტელეფონზე ესაუბრებოდა.
როგორც მაია ცირამუა NEWS.ON.ge-სთან საუბრისას ამბობს, ძალიან ნაკლებად ეგულება ადამიანი, რომელმაც ასეთი დამცირება შეურაცხყოფა, გინება, მუქარა მოითმინოს, მაგრამ მან [ზვიად ქორიძე] ეს მოითმინა მართლა გმირულად:
„ჩვენ ვსაუბრობდით, ტელეფონით, ამ დროს მესმის, რომ ვიღაც მიუახლოვდა და ეუბნება [ზვიადს], რომ მე თქვენ გიცნობთ, ზვიად ქორიძე ხართ და ვიცი რატომაც ხართ აქ და შეიგინა და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გაეცალა და რამდენიმე წამში მესმის, რომ მოუახლოვდა ისევ ეს ხმა და და ეუბნება – ახლა შენ შეიგინე „ქართული ოცნების“ მისამართითო. ამ დროს მე ვარ მოწმე, რომ ეს არ მომხდარა.
ვიდეო: „დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა“ – ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე თავს დაესხა
„იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა“
შემდეგ ეს ადამიანი მობრუნდა უკან. მე გავხდი მოწმე, რა მოითმინა ზვიადმა, საშინელი გინება, მუქარა. მერე ამ მას მეორე ხმაც აჰყვა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ერთი არა, რამდენიმე ადამიანი ესხმოდა თავს ზვიადს.
მან მოთმინება გამოიჩინა, ერთადერთი თქვა, სად ვარ, დაცვა არის სასტუმროშიო? და სწორედ დაცვის დახმარებით გაარიდეს ამ ალიაქოთს. მე გავხდი მოწმე, როგორ უნდოდათ ზვიადის პროვოცირება და ჩხუბში გამოწვევა.
ძალიან ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელმაც ასეთი დამცირება შეურაცხყოფა, გინება, მუქარა მოითმინოს, მაგრამ ეს მოითმინა მართლა გმირულად. მოითმინა და არ აჰყვა ამათ“. – იხსენებს მაია ცირამუა.