LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვტკბებით ხედებით, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და ასევე ჩემს გამომწერებს ვურჩევ იმოგზაურონ აქ” – ისრაელში ჩვენს ქვეყანაზე სტატიები და ბლოგები დაიწერება

116
296577770_424242259746586_8461732001246119304_n

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და ისრაელში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საქართველოს ისრაელიდან მაღალრეიტინგული გამოცემების და ტელევიზიების ჟურნალისტები, აგრეთვე სოციალურ ქსელებში პოპულარული ბლოგერები ეწვივნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პირველად ვარ საქართველოში და ძალიან მომწონს აქაურობა, საოცარი საჭმელი გაქვთ – ხინკალი, ხაჭაპური. ასევე საოცარი ბუნება და ხედები. თბილისი ძალიან საინტერესო ქალაქია. ვტკბებით ხედებით. აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და ასევე ჩემს გამომწერებს ვურჩევ იმოგზაურონ საქართველოში და ბევრ რეკომენდაციას მივცემ მათ ჩემი ბლოგის საშუალებით“, – აცხადებს ბლოგერი ისრაელიდან იოჰან ნომადი.

ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, ღვინისა და კულინარიის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ. „ძალიან მიყვარს მოგზაურობა და პირველად ვარ საქართველოში, საოცარი ხედები გაქვთ და ძალიან სასიამოვნოა აქ დრონით გადაღება. ძალიან ლამაზი ქვეყანა გაქვთ და საოცარი კულინარია. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მართლაც ულამაზესი ქვეყანა გაქვთ“, – აცხადებს რონ კალმი – ფოტოგრაფი ისრაელიდან.

პრესტურის განმავლობაში ისრაელის მედიის 10 წარმომადგენელი და ბლოგერი თბილისს, მცხეთას, ანანურს, სტეფანწმინდასა და მუხრანს ესტუმრება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g