LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვთხოვთ ევროპას, მიიღონ ეს განაცხადი – მელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნაზე

60
6677A710-9B7B-4DF7-AE12-AF416E4A0A20-cx0-cy2-cw0-w1200-r1

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შეიძლება საქართველოს მთავრობა არ იმსახურებს ლოიალურ დამოკიდებულებას, თუმცა ქართველი ხალხი იმსახურებს და სთხოვენ ევროპას, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნაზე განაცხადი მიიღონ.

“მინდა მივმართო დასავლურ სამყაროს, რომ ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტს ზელენსკის, და დიახ, ჩვენ შეიძლება არ გვყავს ღირსეული მთავრობა, მაგრამ ვართ ღირსეული, მებრძოლი ერი. შეიძლება ჩვენი მთავრობა არ იმსახურებს თქვენს ლოალურ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ, ქართველი ხალხი ვიმსახურებთ ამას. ამიტომ, ვთხოვთ სრულიად ევროპას, მიიღოთ ეს განაცხადი.

საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ საქართველოს ადგილი არ არის ხელისუფლებაში”, — თქვა მან ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

კობახიძე: საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g