LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვტოვებ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ კოალიციას“ – მერაბ ქურიძე კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ტოვებს

163
მერაბ ქურიძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატთა სიის 22-ე ნომერი მერაბ ქურიძე აცხადებს, რომ კოალიციას ტოვებს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, ვტოვებ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ კოალიცია ,,ძლიერ საქართველოს“.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ძლიერი საქართველო“ ვეღარ მალავს თავის რეალურ ზრახვებს და ჩემთვისაც უკვე ნათელია, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება არ არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების გამტარებელი, არამედ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალების მორჩილი კოალიციაა.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნების წინ, როდესაც საქართველოს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს საზოგადოების წინაშე ღიად განვაცხადო, ძლიერი საქართველოს მიზნების შესახებ, რევანში და ქვეყნის წარსულში დაბრუნება დაუშვებელია!

ახლა, უმნიშვნელოვანესია, რომ სწორ მხარეს დავდგეთ. რა თქმა უნდა, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავცე. აჭარისა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას კი „ძლიერი საქართველოსგან“ დამოუკიდებლად განვაგრძობ“, – წერს ქურიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g