LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვთქვათ პირდაპირ, ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი პროვოკაცია, არეულობა და დაპირისპირება: ირაკლი ღარიბაშვილი

633
fortuna.ge (20)

ვთქვათ პირდაპირ, რომ ჩვენ ქვეყნას ავარიდეთ ძალიან დიდი, მორიგი მძიმე პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, გადაზრდილიყო ძალიან დიდ დაპირისპირებაში. – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ და სამართალდამცავებს მადლობა გადაუხადა, მისივე სიტყვებით, “უბადლოდ და იდეალურად” შესრულებული ოპერაციის გამო.

“თუ გავითვალისწინებთ იმ ხელწერას, რომელიც ბატონ სააკაშვილს და მის თანამებრძოლებს აქვთ, და მით უმეტეს, ვიცოდით რა მათი გეგმების შესახებ, დიდი პროვოკაცია და არ გადავაჭარბებდი, დიდი არეულობა ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას.” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რაც ყველაზე მეტად ხალხს აკლია, ეს არის მშვიდობა და პოლარიზაციის მინიმუმამდე დაყვანა, შესაბამისად, ქვეყანაში არეულობა არავის ინტერესში არ შედის.

„მინდა, ყველას ვუსურვო მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება დამშვიდება. რაც ყველაზე მეტად ჩვენს ხალხს აკლია, ეს არის სწორედ მშვიდობა, პოლარიზაციის მინიმუმამდე დაყვანა, იმიტომ, რომ არავის ინტერესში არ შედის ქვეყანაში არეულობა,” -განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს: სახალხო დამცველი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g