LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვთქვათ უარი ერთხელ ამ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს…ნუ წახვალთ ეკლესიაში, თუნდაც იმიტომ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია: იმნაძე

302
BeFunky-collage (8)

”მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ ვთქვათ უარი ერთხელ ამ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს. გავიგოთ, ნუ წახვალთ ეკლესიაში, თუნდაც იმიტომ, როიმ ჩვენი ეკლესია გადარჩეს”, – ეს განაცხადა პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელთან ინტერვიუში გააკეთა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ ცვლის აღდგომის აღნიშვნისს წესს და რიტუალის მრევლთან ერთად ჩატარებას გეგმავს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა განაცხადა,  მცირე ეკლესიებში ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდება, დიდ ეკლესეიბში კი — ორმეტრიანი დისტანციით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ თუ ადამიანები სახლში არ დარჩებიან, საშინელება მოხდება და შესაძლოა, იტალიის სცენარი განმეორდეს.

“თუ ეს ყველამ არ გავითავისეთ, ასე,  ცოტა ხანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად, მოერიდეთ ერთმანეთსაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე. გაიგეთ ხალხნო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ გვექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“ , – განაცხადა იმნაძემ.

კორონავირუსთან მებრძოლი სამედიცინო პერსონალი საქართველოს მოსახლეობას თხოვნითა და გაფრთხილებით მიმართავს. სპეციალისტები მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში და დაცივან სოციალური დისტანცირება.

ძალიან გავბრაზდი სამსახურში, რომ მივდიოდი, თუ არ გავხდებით პასუხისმგებლიანი, ამ ომს ვერ მოვიგებთ – რატიანი

თუ წესებს არ დავიცავთ, 9 მაისისთვის ვვარაუდობთ, რომ გვეყოლება 2000 „კოვიდ“ პაციენტი – ჯანდაცვის მინისტრის პროგნოზი

თუ არ გავითავისებთ რეკომენდაციებს, მდგომარეობა შესაძლოა, დრამატულად განვითარდეს, ისე რომ ჯანდაცვის სისტემამ პაციენტების მოვლა ვეღარ მოახერხოს – ენდელაძე

 

magti 5g