ვუერთდებით ყველა იმ მოთხოვნას, რაც ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს და თავისუფალ საქართველოს სჭირდება, – აღნიშნულის შესახებ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მყოფმა მსახიობმა, ანა ტყებუჩავამ განაცხადა.
„დღეს „ჩცდ მარში“ გვქონდა. ისედაც აქ ვდგავართ ხან ერთად, ხან ცალ-ცალკე. სერიალში ისეთ თემებს ვეხებით, ჩვენი გმირები ისეთ უსამართლობას აჟღერებენ, რომ უფლება არ გვქონდა, დღეს ასე, ოფიციალურად არ დაგვეჭირა მხარი და სოლიდარობა არ გამოგვეცხადებინა რეჟიმის პატიმრებისთვის. ჩვენც, რა თქმა უნდა, ვუერთდებით ყველა იმ მოთხოვნას, რაც ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს და თავისუფალ საქართველოს სჭირდება“, – აცხადებს ანა ტყებუჩავა „ინტერპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, რომ პირველის რესპუბლიკის მოედანზე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მარში გაიმართა, რომელიც რუსთაველზე გამართულ აქციას შეუერთდა.
მთავარი ფოტო: „ინტერპრესნიუსი“.