LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვულე-ვუ”-ში 3-დან 8 მაისის ჩათვლით 25%-იანი ფასდაკლება იწყება

152

პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი ”ვულე-ვუ” მომხმარებელს, 3-დან 8 მაისის ჩათვლით, თითქმის მთელ ასორტიმენტზე, 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

როგორც ”ვულე-ვუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო ნოდიამ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, ფასდაკლებით სარგებლობა თბილისისა და ქუთაისის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი.

”ჩვენს მაღაზიათა ქსელში მუდმივად განახლებადი კოლექციებია წარმოდგენილი. მომხმარებლებს მსოფლიოს ისეთი  წამყვანი ბრენდების პროდუქციას ვთავაზობთ, როგორებიცაა: Stella McCartney, Chanel, Christian Dior, Givenchy, Armani და სხვა”, – აღნიშნა ნოდიამ.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა ქავთარაძის პირველ ნომერში, ”აი ჯი მოლში” მდებარე ”ვულე-ვუს” განახლებულ ფილიალსაც ესტუმროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები