LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვულოცავ მუსიკალურ საზოგადოებას კიდევ ერთი მასშტაბური ვარსკვლავის დაბადებას ჩვენი ქვეყნის სადიდებლად!“ – ნიკოლოზ რაჭველი ეკატერინე ბუაჩიძის გამარჯვებაზე

153
ნიკოლოზ რაჭველი

ქართველი საოპერო მომღერლის, ეკატერინე ბუაჩიძის ბრწყინვალე ასპარეზობასა და გამარჯვებას „ოპერალიას“ კონკურსზე, პიანისტი და დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ფოტო, ვიდეო: „მადლობა „ოპერალია“-ს ობიექტურ ჟიურის სამართლიან გადაწყვეტილებაში! ისტორიული გამარჯვება გვაქვს! ყველა მთავარი პრემია გულუხვად გადასცეს ეკატერინე ბუაჩიძეს იმიტომ, რომ ის მართლაც საუკეთესო იყო!!!“ – თამარ ივერი სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„უდიდესი სიხარულით ვულოცავ კატო ბუაჩიძეს ოპერალიას კონკურსზე ღირსეულ გამარჯვებას, ასევე ვულოცავ მის პროფესორს და ჩემს უსაყვარლეს დოდო დიასამიძეს, ხოლო ქართულ საოპერო და სრულიად მუსიკალურ საზოგადოებას კიდევ ერთი მასშტაბური ვარსკვლავის დაბადებას ჩვენი ქვეყნის სადიდებლად!“ – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ეკატერინე ბუაჩიძე OPERALIA-ს გამარჯვებულია! მან პირველი პრემიის გარდა ასევე მიიღო პრიზები: The Pepita Embil Prize – Zarzuela ს კატეგორიაში, ასევე Rolex Prize of the Audience – აუდიტორიის პრიზი.

ცნობისათვის, „ოპერალია“ მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ტენორის და დირიჟორის, პლასიდო დომინგოს მიერ დაარსებული კონკურსია, რომლის მიზანიც თანამედროვე საუკეთესო ახალგაზრდა საოპერო მომღერლების აღმოჩენაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g