ქეთა თოფურია საკუთარ თავს დაბადების დღეს „ინსტაგრამზე“ ულოცავს, იგი დღეს 29 წლის გახდა. მომღერალმა სოციალურ ქსელში განათავსა საკუთარი ქორწილის ფოტო, სადაც წერს, რომ დაბადების დღის გარდა, ქორწინებიდან 2 წლისთავსაც ზეიმობს.
ქეთა თოფურიამ და ბიზნესმენმა ლევ გეიხმანმა 2013 წელს იქორწინეს. წყვილს ივნისში აშშ-ში შვილიც შეეძინა, გოგონას ოლივია დაარქვეს.
