სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.
„ვულოცავ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. წარმატებები ქვეყნისა და ხალხის სამსახურში,“- დაწერა „ტვიტერზე“ დალია გრიბაუსკაიტემ.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.6% მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.4%.
Congratulations to President elect of #Georgia Salome Zurabishvili – best luck serving your country and its people!
— Dalia Grybauskaitė (@Grybauskaite_LT) November 28, 2018