“ვულოცავთ “ოცნებას” 8 თვის წინ სრულად დისკრედიტებული “ნაციონალური მოძრაობის” გაცოცხლებას”, ჩვენ წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს, ყოჩაღ”, – ეს განაცხადება პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ახლა პარტიის მთავარი ამოცანაა ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება და თითოეული ხმის დაცვა. რაც შეეხება მეორე ტურს, ანა ბუჩუკურის თქმით, ისინი ელოდებიან ცესკოს ოფიციალურ შედეგებს.
“თუმცა, ვიმეორებთ, ეს გუშინაც დადასტურდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება” ერთ წრეზე ატრიალებს ქვეყანას”,- თქვა ბუჩუკურმა.