ბორჯღალოსნებმა რუმინეთთან სარეკორდო გამარჯვება შოვში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს.
„ვუსამძიმრებ შოვში დაღუპულ ადამიანთა ოჯახებს. ეს მთელი საქართველოს ტრაგედიაა. ჩვენ ამ დროს, რაც შეგვეძელო, ამ თამაშის გამარჯვება იყო, რომ ასეთ მძიმე პერიოდში პატარა სიხარული მაინც მიგვენიჭებინა ხალხისთვის“ – აღნიშნა მერაბ შარიქაძემ.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით, 56:6 დაამარცხეს.