LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვუსამძიმრებთ ჩვენი თანაუნივერსიტეტელის, აითაჯ მამედოვას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანაკურსელებს…“ – აითაჯ მამედოვას, რომლის ცხედარი რამდენიმე დღის წინ მაშველებმა მტკვარში იპოვეს, თანაკურსელები ემშვიდობებიან

212
აითაჯ მამედოვა

აითაჯ მამედოვას, რომელის ცხედარი რამდენიმე დღის წინ მაშველებმა მტკვარში იპოვეს, სტუდენტები ემშვიდობებიან.

სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა ავრცელებს:

„თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა უსამძიმრებს ჩვენი თანაუნივერსიტეტელის აიტაჯ მამედოვას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანაკურსელებს“, – წერს სტუდენტური თვითმმართველობა.

14 მაისს, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილისა და მასში მყოფი ახალგაზრდების სამძებრო ოპერაციის მიმდინარეობის დროს, მაშველებმა მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მტკვარში ნაპოვნი ცხედარი 21 წლის აითაჯ მამედოვას ეკუთვნის

აღნიშნულ ინფორმაციას ოჯახთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ადგილობრივი მედიასაშუალება 24News.ge.

მედიაში, ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი ეკუთვნის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალის მკვიდრს, 21 წლის აიტაჯ მამედოვას, რომელიც პირველი აპრილის ღამეს, მშვიდობის ხიდიდან მტკვარში გადავარდა და მას შემდეგ ეძებდნენ. ოჯა­ხის ცნო­ბით, აი­თა­ჯი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად იყო წა­სუ­ლი.

„ადამიანებო, მოგმართავთ თქვენ და მივმართავ ქალბატონს, რომელიც სასწაულებრივად აღმოჩნდა, მთავარი სამაშველო რგოლი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მორკინალი, ჩემი ძამიკოს გადასარჩენად“ – მტკვარში გადავარდნილი მანქანიდან სასწაულებრივად გადარჩენილი გიორგი თოლორაიას ოჯახი ეძებს ქალს, რომელმაც 112 დარეკა

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა უსამძიმრებს ჩვენი თანაუნივერსიტეტელის აიტაჯ მამედოვას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანაკურსელებს.

Posted by TSU Student Self-Governance • თსუ სტუდენტური თვითმმართველობა on შაბათი, 17 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g